ონლაინ მაღაზია, რომელიც პირველივე დღიდან ყიდის.
დიზაინიდან გაშვებამდე: ავაწყობ მაღაზიას, მივაბამ ონლაინ გადახდებსა და მიწოდებას და ისე გავმართავ, რომ რეკლამამ მაშინვე მოიყვანოს მყიდველი.
- ბარათით გადახდა — ქართული ბანკი ან Flitt
- მიწოდება, მობილური ვერსია და პროდუქტების ატვირთვა
- მზადაა 14 დღეში · 2000₾-დან
უფასო 15-წუთიანი ზარი — გეტყვი, რა სჭირდება შენს მაღაზიას.


მაღაზიები, რომლებიც უკვე ყიდის
თავად დავაპროექტე, ავაწყვე და გავუშვი — უმეტესობა ონლაინ გადახდებით.


casio.ge ↗
საათების მაღაზია — აწყობიდან მართვამდე. 53K ორგანული კლიკი წელიწადში.


Den Höggen ↗
ერთი ბრენდი, ორი ბაზარი — Shopify მაღაზიები საქართველოსა და სომხეთისთვის, ონლაინ გადახდით.


carroten.ge ↗
კოსმეტიკის ბრენდი — დიზაინი, ვიზუალები და მაღაზია, ონლაინ გადახდით.


mywatch.ge ↗
Shopify მაღაზია — SEO-თი, რეკლამითა და ტრეკინგით პირველივე დღიდან.
ყველაფერი, რაც მაღაზიას გასაყიდად სჭირდება
დიზაინი შენს ბრენდზე
არა შაბლონი — მაღაზია, რომელიც შენს ბრენდს ჰგავს.
ონლაინ გადახდები
ბარათით გადახდა ქართული ბანკით ან Flitt-ით — ინტეგრაციას მე ვაკეთებ.
მიწოდება და შეკვეთები
მიწოდების ზონები და ფასები, შეკვეთის შეტყობინებები, მარტივი checkout.
მობილურზე მორგებული
მყიდველების უმეტესობა ტელეფონით ყიდულობს — მაღაზიაც ამისთვისაა აწყობილი.
SEO თავიდანვე
სტრუქტურა, სათაურები და სისწრაფე ისეა გამართული, რომ Google-მა გიპოვოს.
მზადაა რეკლამისთვის
GA4, Meta Pixel და კონვერსიების ტრეკინგი — ხედავ, რა იყიდება.
ნებისმიერი სტილის დიზაინისა და ფუნქციის ვებსაიტები
მომწერე საიტი, რომელიც მოგწონს — ისეთს ავაწყობ, Shopify-ზე ან სრულად ინდივიდუალურს.
ინდივიდუალური ხელსაწყოებიც
მარაგისა და აღრიცხვის სისტემები, შეკვეთის ბოტები, დაფები — თუ შენს ბიზნესს ხელსაწყო სჭირდება, ავაწყობ.
ზარიდან გაშვებამდე 4 ნაბიჯი
უფასო ზარი
15 წუთი: რას ყიდი, როგორ და რა გჭირდება.
გეგმა და ფასი
მკაფიო გეგმა, ფიქსირებული ფასი და ვადა 24 საათში.
აწყობა
დიზაინი, პროდუქტები, გადახდები და მიწოდება — პროცესს თან ადევნებ თვალს.
გაშვება და რეკლამა
მაღაზია ეშვება, ტრეკინგი ჩართულია — და რეკლამაც მაშინვე შეიძლება.
გამჭვირვალე თავიდანვე
საბოლოო ფასი პროდუქტების რაოდენობასა და ფუნქციებზეა დამოკიდებული — დაწყებამდე ფიქსირებულად იცი.
- დიზაინი და აწყობა (Shopify ან ინდივიდუალური)
- ბარათით გადახდა და მიწოდება
- პროდუქტების ატვირთვა და მობილური ვერსია
- SEO-ს საფუძველი, GA4 და Meta Pixel
- ყველაფერი, რაც ონლაინ მაღაზიაშია
- პირველი თვის Meta / Google რეკლამის მართვა
- კრეატივები და კამპანიების აწყობა
- რეპორტი: რა გაიყიდა და რა გავაკეთოთ შემდეგ
მომიყევი შენს მაღაზიაზე — დღესვე გიპასუხებ.
ან პირდაპირ მომწერე — როგორც გირჩევნია.
WhatsApp · +995 557 07 73 73
ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში გპასუხობ.
არ იცი, ზუსტად რა გჭირდება? →
უპასუხე 8 მოკლე კითხვას და მიიღე პერსონალური გეგმა ფასებით.
ხშირი კითხვები
რამდენ ხანში მზადდება?
სტანდარტული მაღაზია მზადაა 14 დღეში. ბანკის გადახდის ჩართვა ბანკის დოკუმენტებზეა დამოკიდებული და შეიძლება რამდენიმე დამატებითი დღე დასჭირდეს — ამ პროცესს პირველივე დღეს ვიწყებ.
რას მოიცავს ფასი?
დიზაინს, აწყობას, გადახდებს, მიწოდების გამართვას, პროდუქტების ატვირთვას, მობილურ ვერსიას, SEO-ს საფუძველს და ტრეკინგს. ფიქსირებულ ფასს დაწყებამდე იგებ.
თვიური ხარჯები არის?
მხოლოდ პლატფორმის: Shopify-ის თვიური გეგმა ან ინდივიდუალური მაღაზიის ჰოსტინგი, და გადახდის პროვაიდერის საკომისიო თითო გაყიდვაზე. ზუსტ ციფრებს შენს შემთხვევაზე გეტყვი.
ვისი იქნება მაღაზია?
შენი. დომენი, მაღაზია და ყველა ანგარიში შენს სახელზე რეგისტრირდება.
შეგიძლია ავაწყო ისეთი, როგორიც სადღაც ვნახე?
კი — გამომიგზავნე ლინკი. იმ სტილით ავაწყობ, შენს ბრენდსა და პროდუქტებზე მორგებულს.